საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ოქტომბრის დასაწყისიდან, ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის ძირითადად 15-20 თეთრით გაძვირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 19 ოქტომბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში მიმდინარე თვეში ფასები 3-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად ოქტომბერში ბენზინი ჯამში 14-22 თეთრით, დიზელი კი 10-12 თეთრამდეა გაძვირებული. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი - ₾4.69; ზრდა - 14 თეთრი;
- G-Force პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 22 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი - ₾4.09; ზრდა - 20 თეთრი;
- G-Force ევრო დიზელი - ₾5.05, ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.99, ზრდა - 12 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5-ჯერ დაკორექტირდა. ბოლოს ფასები დღეს შეიცვალა და ბენზინის ღირებულება 14-23 თეთრით, ხოლო დიზელის 8-14 თეთრით გაიზარდა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- A1 სუპერი 100 - ₾4.83, ზრდა - 19 თეთრი;
- ეკო სუპერი - ₾4.68; ზრდა - 14 თეთრი;
- ეკო პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 23 თეთრი;
- ეკო დიზელი - ₾5.07, ზრდა - 14 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.98, ზრდა - 9 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾4.08; ზრდა - 14 თეთრი;
- დიზელ ენერჯი - ₾4.93, ზრდა - 8 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავი ფასი ოქტომბერში 3-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში ამ თვეში ბენზინის ღირებულება 15-20 თეთრით. დიზელი კი 0.15-1.15 ლარით გაძვირდა.
დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
- სუპერი - ₾4.35; ზრდა - 15 თეთრი;
- პრემიუმი - ₾4.15; ზრდა - 20 თეთრი;
- რეგულარი - ₾3.95; ზრდა - 15 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.90, ზრდა - 1.15 ლარით;
- დიზელი - ₾4.80, ზრდა - 15 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი ოქტომბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა, ბოლოს ფასი 9 ოქტომბერს შეიცვალა. შედეგად ბენზინი და დიზელი 2-დან 16 თეთრამდე გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი - ₾4.62, ზრდა - 12 თეთრი;
- ნანო პრემიუმი - ₾4.31, ზრდა - 16 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი - ₾4.02, ზრდა - 16 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი - ₾4.90; ზრდა - 4 თეთრი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96; ზრდა - 2 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
- Efix სუპერი - ₾4.65; ზრდა - 9 თეთრი;
- Efix ევრო პრემიუმი - ₾4.32; ზრდა - 27 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾4.02; ზრდა - 18 თეთრი;
- Efix ევრო დიზელი - ₾4.99; ზრდა - 2 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.92; ზრდა - 3 თეთრი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
- Super ecto – ₾4.60; ზრდა - 5 თეთრი;
- Premium Avangard - ₾4.25; ზრდა - 20 თეთრი;
- Euro Regular - ₾3.95; ზრდა - 10 თეთრი;
- Euro Diesel - ₾4.97; ზრდა - 15 თეთრი.
Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
- Super – ₾4.39;
- Premium - ₾4.19; ზრდა - 15 თეთრი;
- Euro Regular - ₾3.94; ზრდა - 10 თეთრი;
- Euro Diesel - ₾4.94; ზრდა - 15 თეთრი;
- Effect Diesel - ₾4.84; ზრდა - 15 თეთრი;
























