საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 5-10 თეთრით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 31 ივლისს შეიცვალა და დიზელი 10 თეთრით გაძვირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის კლების შემდეგ, ივლისში ამ ბრენდის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი მესამედ შეიცვალა და თვის ჭრილში ბენზინის ფასი 4-11 თეთრით გაიზარდა.
შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი - ₾4.20;
- G-Force პრემიუმი - ₾3.77;
- G-Force ევრო რეგულარი - ₾3.59;
- ევრო რეგულარი - ₾3.59;
- G-Force ევრო დიზელი - ₾4.17, ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.07, ზრდა - 10 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 31 ივლისს შეიცვალა და ბენზინის ფასი 6-8 თეთრით გაიზარდა.
დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- ეკო სუპერი - ₾4.23, ზრდა - 5 თეთრი;
- ეკო პრემიუმი - ₾3.82, ზრდა - 5 თეთრი;
- ეკო დიზელი - ₾4.14, ზრდა - 5 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.09, ზრდა - 5 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾3.68, ზრდა - 5 თეთრი;
- დიზელ ენერჯი - ₾4.04, ზრდა - 5 თეთრი;
Connect-ის ქსელში ბენზინის ღირებულება 29 ივლისს პირიქით 5 შემცირდა 5-15 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
- სუპერი - ₾3.80, კლება - 5 თეთრი;
- პრემიუმი - ₾3.65;
- რეგულარი - ₾3.50;
- ევრო დიზელი - ₾3.95;
- დიზელი - ₾3.75;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 24 ივლისს შეიცვალა ბენზინის 8 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი - ₾4.12, ზრდა - 8 თეთრი;
- ნანო პრემიუმი - ₾3.73, ზრდა - 8 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი - ₾3.59, ზრდა - 8 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი - ₾3.95;
- ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.05;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
- Efix სუპერი - ₾4.19;
- Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78;
- ევრო რეგულარი - ₾3.63;
- Efix ევრო დიზელი - ₾4.09;
- ევრო დიზელი - ₾3.99;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
- Super ecto – ₾4.18, ზრდა - 5 თეთრი;
- Premium Avangard - ₾3.75, ზრდა - 5 თეთრი;
- Euro Regular - ₾3.60, ზრდა - 5 თეთრი;
- Euro Diesel - ₾4.04, ზრდა - 5 თეთრი;



























