მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასის ჯაჭვური რეაქცია: გაძვირდება თუ არა სურსათი?

საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. მოკლე პერიოდში ბენზინი 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 16 თეთრამდე გაძვირდა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობაა, სადაც ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და მოლოდინია, რომ ფასის მატება მომავალშიც შენარჩუნდება.

საწვავის გაძვირება ყველა ტიპის პროდუქციას აძვირებს. მომხმარებლისთვის კი ყველაზე სენსიტიური საკვები პროდუქციაა, - იმპორტიორები და მწარმოებლები აცხადებენ, ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

რა ვადაში უნდა ველოდოთ საწვავის ფასის ასახვას დახლებზე?

სტუმარი: ლაშა რიჟამაძე - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები