მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი - რა აჩვენა გალტ & თაგარტის კვლევამ?

გალტ & თაგარტმა საქართველოს საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის კვლევა წარადგინა. საქართველოში სასაწყობე და ლოგისტიკის სექტორი აქტიური ცვლილებების ეტაპზეა. ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ თანამედროვე სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის დეფიციტზეა.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, თბილისში არსებული საწყობების 80%-ზე მეტი დაბალი კლასისაა, მაშინ როცა თანამედროვე, A კლასის სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა მზარდია. სწორედ ამ დეფიციტის ფონზე, 2022 წლიდან საწყობების ქირა დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. გაზრდილმა ხარჯებმა მსხვილი კომპანიების ნაწილს საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების აშენებისკენ უბიძგა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარკვეული მოცულობის შემთხვევაში, საკუთარი A კლასის საწყობის მშენებლობა უკვე ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოს სასაწყობე ბაზარზე, სად არის გამოწვევები და როგორ შეიძლება განვითარდეს სექტორი?

სტუმრები: ზუკა თავყელიშვილი - გალტ & თაგარტის კვლევითი დეპარტამენტის სექტორის უფროსი; ოთარ ცუხიშვილი - გალტ & თაგარტის უფროსი ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები