ქართულ სატვირთო ავია კომპანიებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა შეუმცირდათ. კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ტვირთბრუნვა დიდი ზომის სამგზავრო ხომალდებსა და სახმელეთო მიმართულებებზე გადანაწილდა. როგორც ბიზნესი აღნიშნავს, გამოწვევაა ქართული თვითმფრინავების ზომა, რომელშიც ტვირთების ნაწილი ვერ ეტევა, რის გამოც ტვირთის მფლობელები საზღვაო გადაზიდვას ანიჭებენ. რა ტენდენციებია სატვირთო ავიაგადაზიდვების ბაზარზე, რომელიც პერსპექტიულად მიიჩნეოდა და რა მოლოდინები აქვს ბიზნესს?