მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო ავიაბაზარი - რა მოლოდინი აქვთ ქართულ ავიაკომპანიებს?

საქართველოდან სატრანზიტო ავიაგადაზიდვები შემცირდა - ამის შესახებ SKYLOG-ის დამფუძნებელი აცხადებს. გიორგი ზუმბაძის თქმით, ავიაკომპანიები ტვირთების გადასატანად მარტივ გზებს ირჩევენ და ბორტს თბილისის აეროპორტში აღარ აჩერებენ. ამასთან, მისი განცხადებით, გამოწვევაა ქართული თვითმფრინავების ზომა, რომელშიც ტვირთების ნაწილი ვერ ეტევა და ისინი საზღვაო გზებით გადააქვთ. გამოწვევებს შორის SKYLOG-ის დამფუძნებელი ავიასაწვავის ღირებულებას ასახელებს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 83.9%-ით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 83.5%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები