მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც მოსალოდნელი იყო - APG Georgia

63ea52262da58
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 19:45
591
APG Georgia-ს დირექტორი ია ხომერიკი მიიჩნევს, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ბუნებრივი პროცესია და ბაზარი პრეპანდემიურ დონეს უბრუნდება.

“სატვირთო გადაზიდვებში ნაკლები მოთხოვნა გვაქვს ბაზარზე. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორისაა ევროპაში მიმდინარე ომი, რამაც ვაჭრობის ნაწილში მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, ბევრი კომპანია წარმოები გაფართოებისგან თავს იკავებს და ა.შ. სწორედ ამიტომ არის კრიზისი ავიგადაზიდვების მიმართულებით. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ასეთ ბუმს [პანდემიის პერიოდში] მოჰყვა მცირედით ვარდნა, რაც ჯანსაღი პროცესია.

პანდემიამდე ისედაც ავიაგადაზისვებში თითქმის 70%-იანი წილი სამგზავრო ბორდს ეკავა, თუმცა ახლა ორივე მოთამაშეს [სატვირთო კომპანიებს და სამგზავრო გადამზიდავებს] თანაბარი პირობები აქვთ”,-ამბობს ხომერიკი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა. 2022 წელს სატვირთო ავიაკომპანიების მიერ ჯამში 11 182 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 3 758 ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც 2.2%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები