თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) სამძებრო-სამაშველო ჯგუფები საქართველოში, სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას გაემგზავრნენ. ამის შესახებ გამოცემა APA-ს თურქეთის ბიურო წერს.
ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის რეგიონის მთიანი რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოში სპეციალური სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.

























