2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ცნობილი გახდა, რომ 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე 650 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი. გათვალისწინებული ხარჯები კი ასე ნაწილდება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით; სატყეო სისტემების მართვისთვის - გამოყოფილია 35 მლნ ლარი; დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 20 მლნ ლარი, ხოლო მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი. რეზო გეთიაშვილი, CENN-გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი გვეტყვის, რამდენად სწორად ნაწილდება ბიუჯეტიდან თანხა და რა საჭიროება დგას დღეს გარემოსდაცვითი მიმართულებით?
სტუმარი: რეზო გეთიაშვილი - CENN-გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი.