მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სატყეო ზონაში უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდება - თბილისის მერიის განცხადება

მიწა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.

ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები