მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუბარი, რომ „ომიკრონმა“ პანდემია დაასრულა ნაადრევია“ - ივანე ჩხაიძე

61d401031b9af
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 12:07
767
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხეიძე აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება, ნაადრევია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მუტაციების შესწავლა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფრანგეთში Covid-19-ის ახალი მუტაციის აღმოჩენასა და „ომიკრონით“ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესაძლებლობას შეეხებოდა.

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ 2021 წელი კორონავირუსის მუტაციების გამოვლენის თვალსაზრისით გამორჩეული იყო.

„კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია 6 დღის წინ გამოჩნდა. ის საფრანგეთში კამერუნიდან ჩაიტანეს. დღეისთვის კორონავირუსის 42 მუტაციაა ჯამში. ჯერჯერობით ინფორმაცია განიხილავს თუ არა ჯანმო ამ მუტაციას „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიაში, თუ ის „ინტერესის მუტაციების“ კატეგორიაში დარჩება, არ გვაქვს. ამას რამდენიმე დღე სჭირდება. მნიშვნელოვანია, მისცემს თუ არა „ომიკრონის“ მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ მუტაციას „შემაშფოთებელი მუტაციის“, რამეთუ ამ კატეგორიის მუტაცია სწრაფად და იოლად გადამდებია, უფრო მძიმე დაავადებას იწვევს და მის წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტიანია. ამ ახალ ვარიანტს ჯერ სახელიც არ აქვს.

შესაბამისად, საუბარი, რომ „ომიკრონმა“ პანდემია დაასრულა ძალიან ადრეა. ამას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. საფრანგეთში ახალი მუტაციის აღმოჩენის ფაქტი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. კორონავირუსის უნარი განიცადოს მუტაცია უპრეცენდენტოა. მსგავსი რაოდენობის მუტაცია დღემდე არსებულ და დეტალურად შესწავლილ არც ერთ ვირუსს არ ჰქონია. თუმცა არსებობს ექსპერტების მოსაზრება, მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუციების, რომელიც „ომიკრონს“ განიხილავენ, როგორც შესაძლო ვარიანტს, რომელმაც შეიძლება პანდემიის დასასრული განაპირობოს“, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები