მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუბარია რამდენიმე პროექტის შეჩერებაზე" - ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის მხრიდან $95-მილიონიანი დაფინანსების შეწყვეტაზე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ აშშ-ის დაფინანსება უწყდება არა ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, არამედ გარკვეულ პროექტებს.
როგორც სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, ან აშშ-სთვის, არამედ გლობალურად, ჯანდაცვის სისტემისთვის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას. საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც არის კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ არის არის არცერთი ისეთი პროგრამა, რომელიც რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას შეაფერხებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტრო გადახედავს აღნიშნულ პროგრამებს, გადახედავს რა ვითარებაა და შეეცდებიან, ყველა ის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია, ჩვეულად გაგრძელდეს და შეფერხება არ ჰქონდეს.

"მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზე იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ესენია გლობალურად, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს ძველი მუშაობა და“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები