მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე - რესურსების მდგრადი მართვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მესამე თავი ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის საჭიროებაზე მიუთითებს, და ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროდირექტივებთან.

აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, 2015 წლიდან, ქვეყანაში ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელმაც შემოიღო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი.

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულება არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმ ნარჩენების მართვაზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ.

აღნიშნული პრინციპის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზებით, 2022 წლიდან, 4 მგვ ორგანიზაცია ფუნქციონირებს საქართველოში.

რა ნაბიჯები გადავდგით ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის გამართვის მიმართულებით, რა გამოწვევები რჩება და სად იკვეთება ამ პროცესში ბიზნესის პასუხისმგებლობა?

სტუმრები: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;

გიორგი გულიაშვილი - ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარე;

მურმან პატარაია - „ბიოდიზელ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები