მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბრები ბიზნესსა & ევროკავშირზე / Business & EU Talks - გენდერული ჭრილის გამოყენება ინვესტირებისას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მთავარი მიზანი ბაზრის მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის მომზადება იყო.

2022 წლის აგვისტოს თვეში ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია და ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი დაამტკიცა, რაც 2023 წლის იანვრის თვიდან ამოქმედდა საქართველოში. ტაქსონომიის შემუშავება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა და მოიცავს როგორც გარემოსდაცვით ისე სოციალურ ასპექტს.

როგორ უწყობს ხელს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციები ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში და როგორ მიმდინარეობს რეგულაციების აღსრულების პროცესი?

სტუმრები: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;

სალომე თვალოძე - საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი;

ალექსანდრე ჯაშიაშვილი - პროკრედიტ ბანკი საქართველოს გარემოსდაცვითი განყოფილების უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები