მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდელები NBA-ის კონკურენტი საკალათბურთო ლიგის შექმნას გეგმავენ

საუდი არაბეთი NBA

საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) ინიციატივით, ახალი საკალათბურთო ლიგის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაწყებულია. ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.

ლიგის შექმნა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდება და მასში 6-6 ქალთა და მამაკაცთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ლიგა აზიური გუნდების გარდა, ევროლიგის კლუბებსაც მოიცავს, მატჩები ფორმულა 1-ის მსგავსად 8 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და მიზანი NBA-ის ჰეგემონიის დაცემა იქნება.

UBS-ის მედიისა და ტელეკომის გლობალური თანახელმძღვანელი ნილ მაიერის განცხადებით, აშშ-ს მიღმა უდიდესი გლობალური აუთვისებელი ბაზარია, მილიონობით გულშემატკივარით, რომელთაც ამ სპორტის ელიტარულ დონეზე განვითარება სურთ და საუდელები ამ ინიციატივაში დიდი ფულის ჩადებას აპირებენ.

აქედანვე ცნობილია, რომ პროექტის პარტნიორები “Quiet Capital”, “Sela” და “Galaxy Entertainment” იქნებიან და ორგანიზატორების გათვლებით ლიგა 2 მილიარდ ადამიანზე იქნება გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები