მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Saudi Aramco "როსნეფტთან" და "ლუკოილთან" ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავს

5bd016e07481b
BM.GE
24.10.18 10:51
842
ნავთობგიგანტი Saudi Aramco განიხილავს რუსულ კომპანიებთან "როსნეფტი" და "ლუკოილი" ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობას ნავთობგადამამუშავებელ სფეროში და მთელ მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში ნავთობის მიწოდების ოპერაციების განხორციელებას. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ხალედ ალ-ფალეხმა.


"Saudi Aramco ზრდის გადამუშავების სიმძლავრეებს და ის მალე მიაღწევს 10 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. ჩვენ ვერ შევძლებთ მათი დატვირთვის უზრუნველყოფას მხოლოდ საუდის არაბეთის ნავთობით, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ნედლეული, ხოლო რუსეთი არის ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ჩვენს შემდეგ. "როსნეფტი" არის რუსეთში უმსხვილესი მწარმოებელი. ამიტომ ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ოპერაციები ეს თანამშრომლობისთვის ბუნებრივი სფეროა.", - განაცხადა მან.


"ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ "როსნეფტმა" და "ლუკოილმა" დაიწყეს ინვესტიციების განხორციელება მთელ მსოფლიოში გადამუშავებაში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს რუს პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ერთობლივი საწარმოები ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ჩვენ შეგვიძლია ამ ქარხნებისათვის ნავთობის მიწოდება", - დასძინა მინისტრმა.

Oilnews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები