მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთი ევროპისთვის ნავთობის ფასს ამცირებს, ამერიკისთვის კი ზრდის

575554904f928
BM.GE
06.06.16 14:45
1229
საუდის არაბეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ Saudi Aramco ევროპისთვის ნავთობის ფასი შეამცირა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაზარდა,- წერს Wall Street Journal.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის საუდის არაბეთის ნავთობის ფასი ბარელზე 35 ცენტით დაეცა, ხოლო ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის - 10 ცენტით. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი ნავთობის ფასი ბარელზე 10 ცენტით გაიზარდა.

საუდის არაბეთის მხრიდან ფასების შემცირებას WSJ ირანთან კონკურენციის აუცილებლობას უკავშირებს, რომელმაც მიწოდება ევროპაში თებერვლიდან განაახლა. ირანის ნავთობის ექსპორტმა ევროპის ქვეყნებში დღეში 400 000 ბარელს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ვენაში გამართულ შეხვედრაზე ოპეკის ქვეყნები ნავთობის მიწოდების პოლიტიკაში ცვლილებებზე ვერ შეთანხმდნენ და ნავთობის წარმოების ახალი კვოტა ვერ შექმნეს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნავთობის ბაზარზე "დისბალანსს დაუპირისპირდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები