მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი: ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბოს

5bd024d4cb201
BM.GE
24.10.18 11:51
840
"ნავთობის ფასმა შესაძლოა გადააჭარბოს 100 დოლარიან ნიშნულს ბარელზე მსოფლიო ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო", - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალედ ალ-ფალეხმა.

"მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რადგან არ შემიძლია წინასწარ გავთვალო, რა მოხდება სხვა მწარმოებლებთან. ოქტომბერში საუდის არაბეთში მოპოვება შეადგენს 10,7 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ 12 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. მაგრამ თუ ბაზრიდან 3 მლნ ბარელი გაქრება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მოცულობის აღდგენას, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნავთობის დასაწყობებული მარაგები", - აღნიშნა მინისტრმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ბაზარი უფრთხის ნავთობის დეფიციტს და თუ ისინი კვლავ განაგრძობდნენ "ოპეკი +"-ის ფარგლებში მოპოვების შემცირებას, ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბებდა. ამიტომაც მიიღეს მათ ეს ზომები.

OIlnews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები