მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთი სახელმწიფოს ნავთობის კომპანიის Saudi Aramco 49%-ის გაყიდვას გეგმავს

5861055dbd372
BM.GE
26.12.16 15:51
3352
საუდის არაბეთის ხელისუფლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნავთობის კომპანიის Saudi Aramco ფასიანი ქაღალდების 49%-ის გაყიდვის შესაძლებლობას ათი წლის განმავლობაში განიხილავს, - სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს საუდის არაბეთის გამოცემა Al-Iqtisadi.

ინფორმაციის თანახმად, გეგმა ეტაპობრივად განხორციელდება, მას შემდეგ, რაც ნავთობკომპანია 2017-2018 წლებისთვის დაგეგმილ თავის ფასიან ქაღალდებს სახალხოდ პირველად გამოიტანს. თავდაპირველად Saudi Aramco-ის 5%-ზე ნაკლები წილის გაყიდვა იგეგმება. გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური საკითხების საბჭო იღებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კონკურენციის გაძლიერების გამო, კომპანიის ნავთობის ფასები დაეცა და ბოლო ნახევარი წლის მანძილზე, საუდის არაბეთის ნავთობის მთლიანი წილის ექსპორტი ევროპაში 13%-დან 10%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები