მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი უნიკალურ სტადიონ NEOM-ის აშენებას 2034 წლის მუნდიალისთვის გეგმავს

სტადიონი ნეომი

საუდის არაბეთს 2034 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინოვაციური გეგმა აქვს. NEOM - "სტადიონი ცაში" 46 000 მაყურებელს დაიტევს და 350 მეტრ სიმაღლეზე იქნება. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 40 მეტრით მეტია The Shard-ზე, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე მაღალი შენობაა.

საუდელებმა 15 მაღალტექნოლოგიური სტადიონის პროექტი წარადგინეს და გეგმავენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე, აგვისტოში მშენებლობა დაასრულონ. მათ შორის იყო სწორედ NEOM-ის სტადიონის იდეაც, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი "ჭკვიანი ქალაქის", The Line-ის თავზე უნდა აშენდეს.

"NEOM-ის სტადიონი მსოფლიოში ყველაზე უნიკალური სტადიონი იქნება. 350 მეტრ სიმაღლეზე აშენებული მოედნით და განსაცვიფრებელი ხედებით, ეს სტადიონი უნიკალური გამოცდილება იქნება", - წერია საუდის არაბეთის მიერ FIFA-ში წარდგენილ განცხადებაში.

The Line, რომლის აშენებაც 2021 წელს დააანონსეს, "ჭკვიანი ქალაქია", რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ ქალაქის შიგნით იქნება ქუჩები, ტრანსპორტი და შესაბამისად გამონაბოლქვი. ქალაქი დაახლოებით - საუდის არაბეთის მეოთხედს 9 მილიონ ადამიანს დაიტევს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მის სრულ სახეს 2045 წლამდე ვერ ვიხილავთ.

საუდის არაბეთი, 2034 წლის მუნდიალის მასპინძლად, 2024 წლის დეკემბერში გამართულ ფიფას კონგრესზე აირჩიეს. 21-ე საუკუნეში ეს მესამე შემთხვევა იქნება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი აზიაში გაიმართება. 2002 წელს მუნდიალს სამხრეთ კორეამ და იაპონიამ უმასპინძლეს, 2022 წელს კი ტურნირი კატარში ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები