მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთის ნავთობის მარაგი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

578fae4b24205
BM.GE
20.07.16 21:00
1559
საუდის არაბეთის ნავთობის მარაგი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა - წერს The Wall Street Journal მკვლევარ ექსპერტებზე დაყრდნობით. 2015 წლის ოქტომბრიდან მარაგების მოცულობა 12%-ით შემცირდა 289 მილიონ ბარელამდე, რაც ყველაზე გრძელვადიანი ვარდნა იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთმა ნავთობის მარაგის ხარჯვა დაიწყო რათა ესქპორტის დონე შეენარჩუნებინა. ამასთანავე ქვეყანაში ნავთობზე შიდა მოთხოვნა ზრდადია. საუდის არაბეთმა მაისში 42%-ით მეტი ნავთობის ექსპორტი გაახორციელა ვიდრე მაგალითად რუსეთმა. მაისში ექსპორტმა 7,295 მილიონი ბარელი შეადგინა დღე-ღამის განმავობაში. ერთი წლით ადრე ექსპორტის მაჩვენებელი ამავე კონტექსტში მხოლოდ 6,935 მილიონი ბარელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები