ლიონელ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად "ინტერ მაიამიდან" საუდის არაბეთის კლუბში გადასვლა სურდა, თუმცა საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა ტრანსფერი დაბლოკა. ამის შესახებ ერ-რიადის Mahd-ის ნიჭიერთა განვითარების აკადემიის გენერალურმა მენეჯერმა, აბდულა ჰამადმა, საუდის არაბეთის გამოცემა Thmanya-ს პოდკასტში განაცხადა.
"გასულ ზაფხულს მესის გუნდი დამიკავშირდა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს. მას ამერიკული ლიგის ოთხთვიანი შესვენების დროს საუდის არაბეთში თამაში სურდა, რათა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება შესძლებოდა. იგივე იყო ბექჰემთანაც, როდესაც ის MLS-ში თამაშობდა, შემდეგ კი "მილანში“ გადავიდა. მე წინადადება მინისტრს წარვუდგინე, მაგრამ მან მესის მხოლოდ ოთხი თვით ჩამოსვლის ნებაზე უარი თქვა და საკითხი დაიხურა. მან თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი სავარჯიშო ბანაკი არ გახდებოდა“, – განაცხადა ჰამადმა L’Equpe-სთან საუბრისას.
ცოტა ხნის წინ, 38 წლის არგენტინელმა "ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად და რომელ კლუბში გააგრძელებს მესი მომზადებას, როდესაც ამერიკაში 4-თვიანი პაუზა გამოცხადდება.




























