მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი გაზარდა

5bf41a21aeb8d
BM.GE
20.11.18 18:27
748
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საუდის არაბეთმა 3%-ით გაზარდა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება - 0,9%-ით. ამის შესახებ ნათქვამია Joint Organization Data Initiative (JODI)-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

აღნიშნულ პერიოდში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 7,433 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში აგვისტოს თვის 7,214 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

JODI-ის მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ერაყში ნავთობის ექსპორტი შემცირდა 1,9%-ით წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და გაიზარდა 2,6%-ით წლის განმავლობაში 3,953 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ნავთობის მოპოვება ქვეყანაში გაიზარდა 4,461 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში აგვისტოს თვის 4,46 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობის მოპოვებამ სექტემბერში ვენესუელაში შეადგინა 1,434 მლნ ბარელი/დღე-ღამეში აგვისტოს თვის 1,448 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

სექტემბერში ნიგერიაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,957 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში წინა თვის 1,997 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 2,064 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში 1,957 მლნ ბარელიდან/დღე-ღამეში.


jodi-ის მონაცემების მიხედვით, სექტემბერში აშშ-ში ნავთობის მოპოვება შემცირდა 10,047 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში წინა თვის 11,346 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 16,4%-ით. ამერიკული ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 2,194 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

OILnews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები