მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება მკვეთრად გაზარდა

Saudi Aramco

საუდის არაბეთმა ოქტომბერში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება 2.19 მილიონი ბარელით გაზარდა, რაც 26%-ით მაღალი მაჩვენებელია.

ირანში მიმდინარე ომის და ჰუსიტების მხრიდან პერიოდული შეტევების მიუხედავად, არაბეთში ნავთობის წარმოება სექტემბრის 8.37 მილიონი ბარელიდან 10.56 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც გასული წლის თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

პარალელურად, OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა საერთო დღიური წარმოება 2.04 მილიონი ბარელით გაზარდეს და ჯამურმა მოცულობამ 41.23 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამინდელ რეალურ მოთხოვნაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვების აღდგენა გლობალურ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტის რისკებს საგრძნობლად ანეიტრალებს და ნავთობის გაიაფებას უწყობს ხელს. თავის მხრივ, ნავთობი ერთ კვირაში უკვე 20%-ით არის გაიაფებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები