მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

შეთანხმება

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის ფორმირება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამხედრო გაერთიანების საბოლოო შემადგენლობა, ჯერჯერობით, შეთანხმებული არ არის, თუმცა ერ-რიადი კონსულტაციებს ათობით სახელმწიფოსთან მართავს, მათ შორის, უახლოეს არაბულ მოკავშირეებთან.

შეგახსენებთ, ერ-რიადის ამ გადაწყვეტილებას წინ ირანთან ალიანსში მყოფი ტერორისტული დაჯგუფების, ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება უძღოდა წინ. მათ არაბულ სახელმწიფოს წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადა გამოუცხადეს. ამბოხებულთა ჯგუფი ამ ნაბიჯს იემენის ალყის საპასუხო სვლად აცხადებს. თავის მხრივ, ერ-რიადი ამტკიცებს, რომ ქვეყანა ბლოკადის ქვეშ არ იმყოფება. თუმცა ფაქტია ისიც, რომ გასულ დღეებში ბაბ-ელ-მანდების გავლის მსურველი ორი საუდის არაბული ხომალდი სწორედ ჰუსიტების მუქარის შემდეგ უკან დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბაბ-ელ-მანდების სრუტე წითელ ზღვასა და ადენის ყურეს აკავშირებს და იქ გლობალური ენერგორესურსების 10%-ზე მეტი გადაადგილდება. ამ რეგიონში ვითარების ესკალაცია ირანსა და შეერთებული შტატების მოკავშირეებს შორის არსებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ფონზე მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები