მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ 11 მლნ ბარელს გადააჭარბა

5bfcec56a4ee2
BM.GE
27.11.18 11:03
798
საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სამეფო მოიპოვებს 11,2 მილიონ ბარელ ნავთობს დღე-ღამეში. ნათქვამია სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 10,8-10,9 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება გაიზარდა მომხმარებელთა მიერ შედარებით მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც ემზადებოდნენ აშშ-ს სანქციების გამო ირანიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტისთვის.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სამეფო ასევე გამოიყენებს ნავთობს თავისი საზღვარგარეთის მარაგებიდან.

OilNews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები