მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-უკრაინა

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხის განხილვაც იგეგმება.

„დავიწყეთ ერ-რიადში ამერიკულ გუნდთან შეხვედრა. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის ამოცანას, რათა მოვაახლოვოთ სამართლიანი მშვიდობა და გავაძლიეროთ უსაფრთხოება. დღის წესრიგი მოიცავს წინადადებებს ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს ვიმუშავებთ რიგ რთულ ტექნიკურ საკითხებზე. ჩვენს დელეგაციაში არიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები“, – წერს უმეროვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები