მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში“ - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

642c2a912fc1f
BM.GE
04.04.23 17:47
475
სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე 350 მონაწილიდან, სულ, 24 გამარჯვებული გამოავლინეს.

„საირმე“ ერთ-ერთი უდიდესი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს. 2020 წელს „საირმეს“ „World Travel Award“-ის კიდევ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“.

ტურიზმის ყოველწლიური დაჯილდოება - Welcome to Georgia საქართველოში 2015 წლიდან იმართება და პროექტის მთავარი მიზანი ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. ცერემონიას, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა, 600-ამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. სასტუმრო „საირმემ“ გამარჯვება ორივე ეტაპზე მიღებული საუკეთესო შეფასებების შედეგად მოიპოვა.

--
სასტუმრო „საირმე“ სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე კურორტ საირმეში მდებარეობს. სასტუმროში 152 ნომერია განთავსებული, სადაც ერთდროულად 400-ამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები