სადაზღვევო კომპანია "ირაო" უკვე მეორედ გახდა Great Place to Work-ის საერთაშორისო სერტიფიკატის - "საუკეთესო სამუშაო ადგილის" მფლობელი.
Great Place to Work სამუშაო კულტურის გლობალური ავტორიტეტია, რომელიც 180-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და ყოველწლიურად 22 000-ზე მეტი კომპანიის 20 მილიონამდე თანამშრომლის გამოცდილებას იკვლევს. სერტიფიკატის ყიდვა შეუძლებელია - ის 100%-ით თანამშრომელთა ანონიმურ შეფასებას ეყრდნობა.
რას ეფუძნება "ირაოს" შედეგი და როგორ მუშაობს ადამიანზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურა პრაქტიკაში? bm.ge-სთან ამ საკითხებზე კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ბიკაშვილი საუბრობს.
"ირაომ" უკვე მეორედ მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი Great Place to Work. რას ნიშნავს ეს აღიარება პირადად თქვენთვის და მთლიანად კომპანიისთვის?
Great Place to Work სერტიფიკატის მეორედ მოპოვება დიდი სიამაყე და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანი დგას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი აღიარება იმისა, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თავს დაფასებულად გრძნობს, ყველაზე ძვირფასი უკუკავშირია. კომპანიისთვის კი ეს არ არის მხოლოდ ტიტული: ეს არის იმის დადასტურება, რომ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კულტურა რეალურად მუშაობს. და რაც მთავარია, ეს ჩვენი მთელი გუნდის საერთო მიღწევაა.
რას ეფუძნება Great Place to Work ტიტული და რა არის ის მთავარი ძლიერი მხარეები, რის გამოც "ირაო" საუკეთესო სამუშაო ადგილად მიიჩნიეს?
ტიტული ეფუძნება თავად თანამშრომლების შეფასებას. სერტიფიცირების პროცესი ანონიმურ, დეტალურ გამოკითხვას და ორგანიზაციული კულტურის სიღრმისეულ ანალიზს მოიცავს. ანუ ეს არ არის კომპანიის თვითშეფასება, არამედ თანამშრომლების რეალური აღქმა. ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარეები სწორედ კულტურის საყრდენებია: მმართველი რგოლის მიმართ ნდობა, გუნდურობა და საკუთარი საქმით სიამაყე. თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ამაყობს, რომ "ირაოში” მუშაობს, გრძნობს, რომ კოლეგები ერთმანეთზე ზრუნავენ და თვლის, რომ კომპანიაში ადამიანებს სამართლიანად ეპყრობიან.
ამ სერტიფიკატის ერთხელ მოპოვება ნამდვილად მიღწევაა, მისი მეორედ დადასტურება კი კიდევ უფრო რთული - რა შეიცვალა პირველი სერტიფიცირებიდან დღემდე?
2024 წლის შემდეგ, ჩვენთვის მთავარი იყო არა შედეგით კმაყოფილება, არამედ მიღებული მონაცემების გაანალიზება და შესაბამისად მოქმედება. თანამშრომლების უკუკავშირზე დაყრდნობით, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით - გადავხედეთ და დავხვეწეთ სახელფასო პოლიტიკა, გავაქტიურდით სახელფასო/ბაზრის კვლევებში, გავაძლიერეთ ბენეფიტები, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები და ზრუნვა თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. შედეგად, 2026 წლის კვლევაში ყველა მიმართულებით წინ წავიწიეთ და საერთო შედეგი კიდევ უფრო გავიუმჯობესეთ. მეამაყება ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებულად განვითარდა აღიარებისა და ინოვაციურობის კულტურა.
როგორ დაახასიათებდით "ირაოს" გუნდის კულტურას რამდენიმე სიტყვით - რა არის ის უმთავრესი ღირებულება, რაც გუნდის თითოეულ წევრს აერთიანებს?
ნდობა, ზრუნვა და პატივისცემა - ეს ადამიანური ღირებულებები და გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი კულტურის მთავარი ძალა.
ის, რაც თითოეულ თანამშრომელს აერთიანებს, არის მყარი განცდა იმისა, რომ "ირაოში” ადამიანი მთავარი ღირებულებაა - მისი ხმა ყოველთვის ისმის, მისი აზრი მნიშვნელოვანია, ხოლო მისი პირადი თუ პროფესიული წვლილი ყოველთვის სათანადოდ ფასდება.
სადაზღვევო სექტორი საკმაოდ დინამიკური, საპასუხისმგებლო და ხშირად სტრესულია. როგორ ახერხებთ გუნდში დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას?
ამ დინამიკასა და დატვირთვას ჩვენთვის სამი რამ აბალანსებს: პირველ რიგში, გუნდურობა, რომელიც ერთმანეთზე ზრუნვასა და ღია, გულწრფელ კომუნიკაციაში გამოიხატება - აქ ერთმანეთს ვეხმარებით და გამოწვევის წინაშე არავინ რჩება მარტო. ასევე, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთვის მაღალი ევროპული სტანდარტისა და სტაბილურობის გარანტიაა. და, ბოლოს, სამუშაოს მოქნილობა, რომელიც თანამშრომელს პირადი ცხოვრებისთვის სივრცეს უტოვებს. სწორედ ეს ერთობლიობა გვეხმარება, სტრესულ დღეებშიც კი შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია თანამშრომლებს კარიერული წინსვლისა და ახალი უნარების ასათვისებლად?
თანამშრომლების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვითარების აქტივობები იყოს მიზნობრივი და სწორად შერჩეული. სასიხარულოა, რომ ეს მიდგომა შედეგსაც გვაძლევს: 2026 წლის კვლევაში პროფესიული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობების შეფასება წინა კვლევასთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა. "ირაოს” თანამშრომელს განვითარებისა და კარიერული წინსვლის არაერთი შესაძლებლობა აქვს, როგორებიცაა, მაგალითად, ტრენინგები და სასწავლო პროგრამები. ხშირად როლის, რანგის, სამუშაო სპეციფიკისა და თავად თანამშრომლის სურვილის გათვალისწინებით, განვითარების საჭიროებას ინდივიდუალურად ვაფასებთ და შესაბამის ტრენინგებსა თუ სასწავლო პროგრამებს ვთავაზობთ. ცალკეული მიმართულებებისთვის გვაქვს ადაპტაციის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც შიდა ტრენინგების, მენტორინგისა და სასერტიფიკაციო სისტემით ახალ თანამშრომლებს სრულიად ახალ პროფესიას ვასწავლით.
სხვადასხვა რანგის მენეჯერებისთვის ლიდერული და მენეჯერული პროგრამები გვაქვს, ხოლო არამანეჯერული როლის სფეროს ექსპერტებისთვის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინიციატივით, "VIG Expert Profile" დავნერგეთ - ჰორიზონტალური, ექსპერტული განვითარების გზა, როგორც მენეჯერული კარიერის ალტერნატივა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრობა ჩვენს თანამშრომლებს ევროპულ გამოცდილებასთან მარტივად აკავშირებს: ისინი ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ საერთაშორისო შეხვედრებსა და ტრენინგებში, საიდანაც განვითარებული ბაზრების საუკეთესო პრაქტიკას ვიღებთ და ჩვენს ყოველდღიურ საქმეში ვნერგავთ. ასევე, ჩამოგვყავს საერთაშორისო დონის ტრენერები, რომლებიც ლოკალურ ბაზარზე იშვიათ ცოდნას გვიზიარებენ.
და რაც ყველაზე მთავარია - ცოდნა მაშინ ამართლებს, როცა პრაქტიკაში გადადის. ამიტომ ტრენინგების პარალელურად თანამშრომლებს რეალურ საშუალებას ვაძლევთ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა - მეტი ავტონომიით, დელეგირებითა და ახალი პასუხისმგებლობებით.
მას შემდეგ, რაც უკვე ორჯერ გახდით Great Place to Work, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები გუნდის კულტურის კიდევ უფრო გასაძლიერებლად?
ჩვენთვის ამ სერტიფიკატის მეორედ მოპოვება ახალი ორიენტირი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ვცდილობთ, ყურადღებით მოვუსმინოთ თანამშრომელთა შეფასებებს და კარგ შედეგთან ერთად ის მიმართულებებიც დავაიდენტიფიციროთ, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესაძლებლობა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი სამომავლო გეგმებიც: გავაგრძელებთ ზრუნვას, ერთი მხრივ, უფრო კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნასა და შიდა კომუნიკაციის დახვეწაზე, მეორე მხრივ კი, ინოვაციური აზროვნებისა და ადამიანების განვითარების ხელშეწყობაზე. პარალელურად, რეგულარულად ჩავატარებთ ჩართულობის კვლევას და სისტემურად ვიმუშავებთ გამოვლენილ საჭიროებებზე.
მთავარი პრინციპი კი უცვლელი რჩება - ვუსმენთ ჩვენს გუნდს და მათ უკუკავშირს რეალურ ქმედებად ვაქცევთ. ჩვენი მიზანია, "ირაო” მუდმივად იყოს სასურველი დამსაქმებელი და ადგილი, სადაც ადამიანები საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს ხედავენ.
Great Place to Work-ის ფილოსოფია განსაზღვრავს, რომ სერტიფიცირება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიშანი - ეს არის საიმედო მონაცემებზე დაფუძნებული საწყისი წერტილი, სამუშაო კულტურის უწყვეტი განვითარებისთვის.
"ირაოს" გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომი თანამშრომელთა კეთილდღეობა, მათი ხმის მოსმენა და შეფასებების რეალურ ქმედებებად ქცევაა.
ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანია ადგილობრივ შრომის ბაზარზე ამკვიდრებს სტანდარტს, სადაც ნდობა, პროფესიული ავტონომია და ადამიანზე ზრუნვა არა დამატებითი ბენეფიტი, არამედ ყოველდღიური კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
























