მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საუთჰემპტონი” ჩემპიონშიპის პლეი-ოფს "ჯაშუშობის" ბრალდებით ჩამოაშორეს

საუთჰემპტონი ჯაშუშობა

“საუთჰემპტონი” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც კლუბი 2025-26 წლების სეზონში მეტოქეების ჯაშუშობაში დაადანაშაულა. შედეგად, შაბათს დაგეგმილ ფინალში "ჰალ სიტის" ნაცვლად "მიდლზბროს" დაუპირისპირდება. თუმცა „საუთჰემპტონმა“ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

პრემიერ ლიგაში ადგილი კლუბისთვის დაახლოებით $300 მილიონამდე შემოსავალს ნიშნავს - სატელევიზიო და კომერციული უფლებებიდან მიღებული თანხების, და სპონსორების ჩათვლით.
“საუთჰემპტონი” გასულ სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა, როდესაც მე-20 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, კლუბმა ლიგიდან დაახლოებით 109 მილიონი გირვანქა მიიღო. სხვადასხვა შეფასებით, პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსანიც კი მომავალ სეზონში დაახლოებით $165 მილიონამდე შემოსავალს მიიღებს.

ინგლისის საფეხბურთო ლიგამ „საუთჰემპტონი“ თავდაპირველად “მიდლზბროს” წინააღმდეგ პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩამდე მეტოქის თვალთვალში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი კლუბს დამატებითი დარღვევებიც წაუყენეს, რომლებიც 2026 წლის აპრილში "ოქსფორდ იუნაიტედსა" და "იფსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ მატჩებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები