მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავაჭრო კონფლიქტი - ჩინეთი ამერიკულ პროდუქციაზე უარს ამბობს

5d49442c616ff
მიხეილ ხაჩიძე
06.08.19 18:10
1148

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მორიგ მუქარაზე ჩინეთი რეაგირებას ახდენს -  ოფიციალური პეკინი შტატებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს აჩერებს.


როგორც ამერიკული და ევროპული მედია ჩინეთის სავაჭრო პალატაზე დაყრდნობით იუწყება, ჩინურმა კომპანიებმა უკვე დღეიდან ამერიკიდან სასოფლო საქონლის შეძენა სრულიად შეწყვიტეს.

გადაწყვეტილება ჩინეთში ტრამპის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების გამო მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტი სახალხო რესპუბლიკას საბაჟო სადამსჯელო გადასახადების დაწესებით ისევ დაემუქრა.


მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის მწვავე ეკონომიკური დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.  დაპირისპირება უარყოფით ეფექტს მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკაზეც ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები