მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

603629734a3a4
ელენე გოგბერაშვილი
24.02.21 14:23
1272
არასასურსათო სავაჭრო ობიექტებს, როგორიც მოლები და ბაზრობებია, 8 მარტიდან შაბათ-კვირას საქმიანობის უფლება ექნებათ.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში დღეს პირველად ხელმძღვანელობდა საკოორდინაციო საბჭოს. მან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება ორი დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას დაანონსა.

როგორც ცნობილია, სავაჭრო მოლებმა და ბაზრობებმა, შაბათ-კვირის გარდა, საქმიანობა 1 თებერვლიდან განაახლეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები