მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავაჭრო ომი" 90 დღით შეჩერებულია - რა შედეგი მოჰყვა "დიდი ოცეულის" სამიტს

5c0542aee32de
ლევან თაღიაშვილი
03.12.18 21:35
965

არგენტინაში, "დიდი ოცეულის" სამიტზე დონალდ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ სავაჭრო ტარიფების გაზრდა უახლოესი 90 დღის განმავლობაში აღარ მოხდება და ამ პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინტელექტუალური საკუთრების უკანონო მითვისება, საგადასახადო ბარიერების გაუქმება და ტექნოლოგიური ტრანსფერები.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ თუ ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს ამერიკის შეერთებული შტატები  ჩინეთის წინააღმდეგ ახალ ტარიფებს დააწესებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ პოზიტიურ კომენტარებს აკეთებდა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნავდა, რომ ეს შეთანხმება დიდი წარმატებაა ამერიკისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე მოხსნას ან შეამციროს 40%-იანი საბაჟო გადასახადი.

ამ განცხადების შემდეგ BMW-ს აქციები 6%-ით, Daimler-ის კი -  5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები