მანამდე კი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოლაპარაკებებისთვის მზადებას ოფიციალურად დიაწყებენ. კონსულტაციების დასაწყებად გადადგმულ ნაბიჯს ანალიტიკოსები "მნიშვნელოვან პროგრესად’’ აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება. მხარეები დათმობაზე არ მიდიან, ერთმანეთს ე.წ. სადამსჯელო საბაჟო გადასახადებს უწესებენ. ეკონომიკური გიგანტების დაპირისპირება გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

























