აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობა რეკორდულად შემცირდა.
ევროპული გამოცემების ცნობით, ივლისში საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობა შესუსტდა.
კერძოდ, გასული წლის ივლისის თვესთან შედარებით, 2019 წლის ივლისში ჩინეთის ექსპორტმა აშშ-ში 6,5%-ით იკლო, რაც შეეხება იმპორტს, ის დაახლოებით, 19%-მდეა შემცირებული.
აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანამ მთლიანობაში დაახლოებით, 5 მილიარდი ამერიკული დოლარის ზარალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. გასულ კვირას თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ საბაჟო გადასახადების ახალი ტალღა დააანონსა.

























