მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ომი დეფოლტის რისკს ზრდის - Moody’s

ვარდნა

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სავაჭრო-სატარიფო ომი მსოფლიოს მასშტაბით დეფოლტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, სატარიფო რეჟიმის ამოქმედება კორპორაციული სექტორისთვის უდიდეს სირთულეებს შექმნის, რადგან ზოგიერთ საერთაშორისო კომპანიას აშშ-ის ბაზრიდან გასვლა შეიძლება მოუწიოს, ეს კი ბუნებრივად ზრდის იმის რისკს, რომ კომპანია ინვესტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს დროულად მოემსახურება.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება 2008 წლის ფინანსურ კრიზისს ჰგავს, რაც გაურკვევლობის მაღალი დონით, მერყეობით და ტრამპისა არათანმიმდევრული პოლიტიკით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები