სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში მომხმარებლების რაოდენობა, საშუალოდ, 30%-ით გაიზარდა
BM.GE
28.07.22 09:19
• 584
სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში მომხმარებლების რადენობა საშუალოდ 30%-ით გაზრდილია. ზოგიერთ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 60%-ით გაიზარდა, რასაც ტურისტების შემოსვლას და ადგილობრივი მომხმარებლების გააქტიურებას უკავშირებენ. კომპანიები შემოდგომის სეზონს აქტიურად ელოდებიან, რადგან ამ დროს სკოლები, უნივერსიტეტები და ბაღები გაიხსნება, ასევე სწორედ ამ პერიოდში მომხმარელებს განახლებულ კოლექციასაც შესთავაზებენ.