მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმე სუბიექტების ბიზნეს-კატალოგის შექმნაზე მუშაობს

5bd3951456054
თელარა გელანტია
28.10.18 18:55
1391
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მუშაობს ქართული და უცხოური კერძო სამართლის სუბიექტების (კომპანიებისა დ მათი გაერთიანებების) რეესტრის შემუშავებასა და განახლებაზე მუშაობს.

ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებსა და პროგრამებშია ნათქვამი.

როგორც bm.ge-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, საქართველოში მოქმედი აქტიური მეწარმე სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ბაზის განახლების ძირითად წყაროებს სამეწარმეო რეესტრი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სსიპ "აწარმოე საქართველოში", სსიპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ პალატის საბჭოს შემადგენლობაში მყოფი დარგობრივი ასოციაციები, რეგიონული პალატებისა და DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარები და ა.შ. წარმოადგენენ.

რაც შეეხება უცხოური კომპანიების ბაზას, როგორც პალატაში განმარტეს, ის მუშავდება შემდეგი წყაროებით: ორმხრივ ბიზნეს-ფორუმებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილე კომპანიები; ინიდივიდუალური ვიზიტებით საქართველოში მყოფი უცხოური კომპანიები; კომპანიები, რომლებიც მიმართავენ საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ და გამოხატავენ ინტერესს საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიმართულებით; პარტნიორი პალატების და დარგობრივი ასოციაციების ინფორმაცია (მაგ. ევროკავშირში დარეგისტრირებული ბიზნეს-გაერთიანებებისა და დარგობრივი ასოციაციების ბაზა); უცხოური კომპანიები, რომლებიც მომართავენ პალატას პარტნიორი უცხოური პალატების გავლით ან დამოუკიდებლად სხვადასხვა საკითხზე; Enterprise Europe Network-ის პარტნიორი ორგანიზაციები და მათი წევრი კომპანიები და სხვა.

„აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება საქმიანობის სფეროს, გეოგრაფიული მდებარეობის, ინტერესის სფეროს მიხედვით და დგება სექტორული ბაზა/კატალოგი საძიებო სისტემით. ელექტრონული კატალოგი გამოიყენება, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ან თანაორგანიზებით, ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დროს“, - განაცხადეს პალატაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები