მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად ნინო სუქნიძე დაინიშნა

60091f0eb79d5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.21 10:24
1222
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად ნინო სუქნიძე დაინიშნა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, ნინო სუქნიძეს ბიზნეს სამართლის მიმართულებით მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს და როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებთან ნდობით სარგებლობს. ის არის იურიდიული კომპანია „სუქნიძე და პარტნიორები“ -ს მმართველი პარტნიორი.

ნინო სუქნიძის საქმიანობა მოიცავს საფინანსო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის, საკორპორაციო, შრომის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებს. მას აქვს როგორც ტრანზაქციებზე მუშაობის, ასევე დავებში წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იურიდიული კომპანიის დაფუძნებამდე იყო საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი, მანამდე კი საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper საქართველოს უფროსი ადვოკატი და იურიდიული დირექტორი. ასევე, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons Georgia-ს იურიდიული მრჩეველი.

საკონსულტაციო სფეროში მუშაობის დაწყებამდე, ნინო სუქნიძე იკავებდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ფინანსური დირექტორის მრჩევლის პოზიციას იურიდიულ საკითხებში. ასევე, იყო PA Consulting Group Gmbh-ს საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი იურიდიული მრჩეველი. მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. აშშ-სა და ჰოლანდიაში გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში.

ნინო სუქნიძე არის როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრი (LL.M cum laude) ბიზნეს და სავაჭრო სამართალში. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები