მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა

სს

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა.

როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს, ცვლილების მიზანია: სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

"ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან ნაკადების მოძრაობას.მეტროსადგურ „დელისიდან“ მოძრაობისას სავაჭრო ცენტრის წინ გზაჯვარედინზე პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელია როგორც ქავთარაძის ქუჩის, ისე ყაზბეგის გამზირისკენ.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან მომავალ ავტომანქანებს კი აღნიშნულ შემოსახვევში გადასვლის საშუალება აქვთ, საიდანაც ქავთარაძის ქუჩაზე მოხვდებიან.

ყაზბეგის გამზირის მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება „სითი მოლის“ წინ არსებული შემოსახვევიდანაც.ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდა ორ-ორი სამანქანო ზოლი.

გზაჯვარედინზე მოეწყო შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას უკავშირდება.

სატრანსპორტო მოძრაობის ახალი სქემის შესახებ იხილეთ შემდეგი ვიდეორგოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები