მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის უცხო ქვეყნის 56 438 ავტომფლობელი დაჯარიმდა

5c701b6a21b71
ელენე გოგბერაშვილი
23.02.19 11:00
1258
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას 2018 წლის 1 მარტიდან დაექვემდებარა.

სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გასული წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 56 438 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა. სწორედ ამ მოცულობის ოქმები შედგა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე.

როგორც bm.ge-ის შსს-ში განუცხადეს, საანგარიშო პერიოდში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა - 51 287 ოქმი, ფინანსთა სამინსიტრომ კი, 5 151 ოქმი გამოწერა. ჯამში, კი, სამართალდარვევის ოქმების რაოდენობამ 56 438 შეადგინა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით. მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის და სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეცილიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის 100 ლარით დაჯარიმებას.

ავტობუსით ან სატვირთო ავტომობილით გადაადგილება კი, 200 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები