მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალდებულო პიქტოგრამა ეტიკეტზე - რა იცვლება რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებაში?

რძე რძის პროდუქტები

2027 წლის 1-ელი იანვრიდან რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირების ახალი მოთხოვნები ამოქმედდება, რომლებიც რძის შემცველი, მაგრამ არარძისმიერი ცხიმით დამზადებული პროდუქტების ეტიკეტზე სავალდებულო პიქტოგრამის განთავსებას ითვალისწინებს.

მთავრობის №429 დადგენილებით ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში შედის.

კერძოდ, ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში უნდა განთავსდეს უნივერსალური პიქტოგრამა. თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები.

პიქტოგრამის დეტალური მახასიათებლები დადგენილებითაა განსაზღვრული და მისი შეცვლა დაუშვებელია.

ამასთან, არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი მომხმარებლისათვის წარდგენილი უნდა იყოს რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები