მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალდებულო რეგისტრაცია გასულ კვირას 1847-მა სილამაზის სალონმა გაიარა

57f347e34157f
BM.GE
04.10.16 10:08
1371
საქართველოში 2405 რეგისტრირებული სილამაზის სალონია. როგორც საჯარო რეესტრში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, გასულ კვირას საქართველოში აღნიშნული საქმიანობა აქედან 1847-მა სუბიექტმა დაარეგისტრირა.

შეგახსენებთ, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილაამზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები