მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 507-მა მეწარმე-სუბიექტმა შეიძინა

5b4c2df7dbdd2
თამუნა დემეტრაშვილი
16.07.18 09:31
1427
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 მარტიდან დღემდე სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 507-მა მეწარმე-სუბიექტმა შეიძინა. როგორც bm.ge-ს უწყებიდან აცნობეს, ჯამში 846 სადაზღვევო პოლისია გაფორმებული, საიდანაც 434 თბილისშია, 412 კი რეგიონებში. დაზღვევის გარეშე მუშაობის გამო კი შემოსავალების სამსახურს ჯერჯერობით არცერთი მეწარმე-სუბიექტი არ დაუჯარიმებია. როგორც უწყებიდან გვაცნობეს, ამჟამად მონიტორინგის სამსახურში ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს იმის გასარკვევად რამდენად შეასრულეს მეწამეებმა კანონით დადგენილი მოთხოვნები და რამდენად შეესაბამება გაფორმებული ხელშეკრულებები, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება კანონდამრღვევი სუბიექტები და გავრცელდება საჯარომო სანქციები.

ადმინისტრაციული კოდექსით, დაზღვევის გარეშე ფუნქციონირება ბაზრობებისა და ბენზინგასამართი სადგურების შემთხვევაში 1000 ლარიდან იწყება, 100-ს და მეტ ნომრიანი სასტუმროების შემთხვევაში კი 5000 ლარიდან.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზარალების დაზღვევა მეწარმეებისთვის სავალდებულოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები