მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59d71806b25db
შოთა დიღმელაშვილი
06.10.17 09:42
1098
დოლარის ფასი გაიზარდა სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ. გამოვიდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ამერიკის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში შემცირდა, ხოლო ექსპორტი ორწლინახევრის უმაღლეს ნიშნულზეა. ამასთანავე, დასაქმების სტატისტიკაც არ დაუმალავთ ამერიკის მმართველებს, საქართველოსგან განსხვავებით. უმუშევრობის შემწეობათა მომთხოვნთა რაოდენობა გასულ კვირას 260,000-ით დაეცა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამანაც პოზიტიურად იმოქმედა დოლარზე.

ამასთან, ფილადელფიის ფედერალური ბანკის პრეზიდენტმა პატრიკ ჰარკერმა თქვა, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავს ერთხელ, მომავალ წელს კი სამჯერ.

ევრო დასუსტდა რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრელური ბანკის სექტემბრის თათბირი დაიწყო. გამოჩნდა, რომ მონაწილეები ნერვიულობდნენ ევროს ვოლატილობაზე და ზოგიერთმა მათგანმა ისიც თქვა, შეიძლება ეკონომიკას სტიმულირება ცოტა კიდევ სჭირდებაო. ევრო უამისოდაც არ ყოფილა დალხენილი. ოთხშაბათს კატალონიამ მომდევნო კვირის დასაწყისში ესპანეთიდან გამოყოფა დააანონსა, რასაც ესპანეთი, ბუნებრივია, არ ეთანხმება და ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ევროზე დადებითად არ მოქმედებს.

ერთი ევროს ფასი ახლა გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია და დოლარსა და 17 ცენტს უახლოვდება. გაიაფდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგიც, რომლის ფასიც დოლარსა და 31.5 ცენტამდეც ვეღარ აღწევს. იაპონურ იენი პროცენტის 1/5-ით გამყარდა და ერთი დოლარის ფასი 112.5 იენზე დაბლაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები