პარასკევს სექტემბრის ინფლაციის ანგარიში გამოუშვა შრომის დეპარტამენტმა, რომელმაც აჩვენა, რომ ნახევარპროცენტიანი ზრდა იყო ფასებში, აგვისტოში 0.4%-ის შემდეგ. ეკონომისტები 0.6%-ს პროგნოზირებდნენ და საპროგნოზო მაჩვენებლამდე ინფლაციის დონის ვერ მიღწევამ კიდევ ერთხელ წამოჭრა დეკემბრამდე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თემა.
მოლოდინი, რომ განაკვეთი აიწევს დოლარის ფასსაც გაზრდის, რადგან ამერიკულ აქტივებს უფრო მიმზიდველად აქცევს ინვესტორებისთვის.
პარასკევს დოლარი ორკვირიან მინიმუმამდეც ჩამოვიდა დღის გარკვეულ მონაკვეთში, თუმცა დღე ისე დახურა, რომ ხუთშაბათის მაჩვენებლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
იენის მიმართ დოლარის ფასი 112 იენს ოდნავ ჩამოცდა.
პარასკევს სავაჭრო დღის მეორე ნახევარში ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ თქვა, რომ ევროზონა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან მონეტარულ სტიმულირებას, ინფლაციის საჭირო დონის მისაღწევად. შედეგად ერთი ევროს ფასი ოდნავ აჭარბებს დოლარსა და 18 ცენტს.
გირვანქა სტერლინგი მყარად დადგა, რადგან გაჩნდა იმედი, რომ დიდ ბრიტანეთს ორი წელი ექნება BREXIT ფარგლებში სატრანზიციოდ. გირვანქა სტერლინგი თითქმის დოლარსა და 33 ცენტამდე გაძვირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 1.7%-ით მაღალი ფასია.
მომდევნო კვირაში ინვესტორები დაელოდებიან ამერიკის ბინადრობის მონაცემებს, რათა გამოთვალონ სამხრეთ შტატებს თავს დამტყდარმა ქარიშხლებმა რა ეკონომიკური გავლენა იქონია.
ასევე მსოფლიოს მეორე ეკონომიკის, ჩინეთის სიჯანსაღე გადამოწმდება ზრიდ მესამე კვარტლის მონაცემების გამოსვლით. დააკვირდებიან ბრიტანეთის ინფლაციის მონაცემებსაც, რათა გააანალიზონ ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის აწევის პერსპექტივა.

























