მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

5a24ec8166801
BM.GE
04.12.17 10:33
810
გასული კვირის ბოლოს, დოლარი წნეხის ქვეშ მოექცა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ ფინმა, გამოავლინა მზაობა სპეციალურ კომისიასთან სათანამშრომლოდ ტრამპისა და რუსეთის კავშირის თემაზე. ფლინი პარასკევს დამნაშავედ გამოავლინეს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო, იმის შესახებ, თუ რა კომუნიკაცია ჰქონდა რუსეთის ელჩთან გასული წლის დეკემბერში.

სავაჭრო დღის მიწურულს ერთი ახალი ამბავიც მოხდა, რამაც დოლარი შედარებით მოაძლიერა. სენატის მაჟორიტართა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს ჰყოფნიდათ ხმები საგადასახადო რეფორმის მისაღებად. ეს კონსულტაცია ნაჩქარევად დაინიშნა, რათა კიდევ ერთხელ ემსჯელათ გადასახადების შემცირების გავლენაზე ფედერალურ დეფიციტზე, ჯანდაცვაზე და ქონების გადასახადზე.

ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკურ ზრდას და ინფლაციას წაახალისებს, რაც, თავის მხრივ, ფედერალურ სარეზერვო ბანკს ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში.

პარასკევს დოლარი გაიაფდა იენის მიმართ და ერთი დოლარი დაახლოებით 112 იენი ღირს. დოლარი შვეიცარული ფრანკის მიმართაც მცირედით გაიაფებული იყო. იენი და შვეიცარული ფრანკი ინვესტორებში მიმზიდველად მიიჩნევა საბაზრო გაურკვევლობების დროს.

ევრო დოლარის წყვილში ცვლილება თითქმის არ ყოფილა. ერთი ევრო დაახლოებით დოლარი და 19 ცენტი ღირს.

გირვანქა სტერლინგმა შედარებით უკან დაიხია ორი თვის უმაღლესი წერტილიდან და ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 35 ცენტს ჩამოცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები