მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ფონდი ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრებს მართავს

57397d3e76eed
BM.GE
16.05.16 11:56
1276
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, მენო შნელს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

დღესვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი კვირა გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან გააგრძელებენ მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები