ნავთობის ფასები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (2021 წლამდე) 60 აშშ დოლარს არ ასცდება, - ნავთობის ფასებზე ახალ პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ნავთობის საშუალო ღირებულება 2017 წელს ბარელზე 43 აშშ დოლარიდან 51აშშ დოლარამდე გაიზრდება.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ნაკლებად მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ჯერჯერობით დაბალ დონეზე იქნება.
წინა პროგნოზთან შედარებით, სავალუტო ფონდმა ნავთობის საპროგნოზო ფასი 10 დოლარით გაზარდა.

























