მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სავალუტო ფონდი თავის ფართო მოხსენებაში, ერთ აბზაცს ყოველწლიურად უთმობს საპარტნიორო ფონდს"

58f73cda8f8ad
BM.GE
19.04.17 14:30
1109
"სავალუტო ფონდი თავის ფართო მოხსენებაში, ერთ აბზაცს ყოველწლიურად უთმობს საპარტნიორო ფონდს", - ასე გამოეხმაურა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე IMF-ის ანგარიშს, სადაც სავალუტო ფონდი ხელისუფლებას საპარტნიორო ფონდის ფინანსებზე მონიტორინგის გაძლიერებას და შეზღუდვას ურჩევს.
დავით საგანელიძე ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებს "ჩვეულებრივ მოვლენას" უწოდებს.

"მე ძალიან მიკვირს, რომ ალბათ ჟურნალისტები წინა წლებში ვერ ან არ გაეცანით ამ დასკვნას, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით მსგავსი განსაზღვრა წერია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საპარტნიორო ფონდს აქვს თავისი მიზნები და გეგმები, ძალიან სერიოზული.

რაც შეეხება სესხების აღებას, - დღეს საპარტნიორო ფონდს აქვს საშუალება და მას სხვა საფინანსო ინსტიტუტები სიამოვნებით ასესხებენ თანხას და ამავე დროს პარტნიორობასაც სთავაზობენ. ამიტომ სავალუტო ფონდი, რომელიც გარკვეულწილად მონიტორინგის ქვეშ ამყოფებს მთლიან ბიუჯეტს, - შეზღუდვებს უწესებს ფონდს და გვეუბნება რომ 20 მილიონზე მეტი სესხი არ ავიღოთ", - განაცხადა საგანელიძემ "საქმის კურსის" კითხვაზე პასუხად.

IMF: ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები